სოფლური დაღამების გახსენება
ცამ მზის ჩასვლისას დასცხო უცებ და წვიმას სხეული წითელი ჰქონდა, თითქოსდა ჩიტებს ანაკუწებდნენ... შორს კი ისმოდა ძახილი: `ლონდა~. საღამო იყო აფრასებური და ცაში ღრუბელს არწევდა ბონდად, ღრუბელი ჩანდა გაბრაზებული, შორს კი ისმოდა ძახილი: `ლონდა~. მე არ მახსოვდა, ასეთი თბილი სახელი ერქვა ვის დედას, ვის დას. და ბანაობდა წვიმაში ხილი და ხეთა ტანგო გადიქცა ტვისტად... მერე დაღამდა და წვიმაც დაცხრა, გზა გულზე, თითქოს სიმად გამება, მაგრამ არ ვიცი, დღეს ასე მკაცრად რად მახსენებდა ის დაღამება?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი