ლილოჭრილო
დიდხანს იწვალა თოვლქვეშ ბალახმა – ვეღარ გავიდა თეთრი გრილოდან... თოვლი წასვლაზე იყო თანახმა, მაგრამ ზამთარმა ბევრი ილოთა... თუმცა ყინვამ რომ მიწა დანაღმა – ისე აფეთქდა ერთ დღეს – დანახვა ვერ მოვასწარი ლილოჭრილოთა. ლილოჭრილოსი მიყვარს ალერსი – ვუალერსებ და თითებს მილოკავს, ჩამოგავს სონეტს – მიწის გალექსილ, ღიად დარჩენილ თოვლის ჭრილობას... ბალახის ხათრით შხამსაც დალევს ის – თავგანწირვა აქვს უბრწყინვალესი... დავცქერ და მინდა ლილოჭრილობა.
წყარო: biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი