სიყვარულის მაესტრო


როდესაც ვინმე არ გვიყვარს, სარკემ
არ გვნახოს, თორემ ვგავართ მარსელებს!
სიყვარულისთვის ცუდი და კარგი
დრო არ იყო და არც იარსებებს...
უსიყვარულოდ – მასხრად მოვკვდებით
ჭანგს ჩაგვცხებს დროის არწივი მხარზე,
გავხდებით წლების დასაკორტნელი...
ყინვის ეშმაკნიც ვერ გათოშავენ
მიჯნურთა ძარღვებს! მათი გულისთქმის
გზას ვერ ჩაკეტავს ავი დრო– ჟამი,
ვერ დაამარცხებს ჭორი ურიცხვი
მათ, ვინც გრძნობათა ტრიუმფს დაესწრო!

ხელებს ბევრი შლის სიყვარულისთვის,
მაგრამ სულ ცოტა ხდება მაესტრო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი