შინ და გარეთ
ოთახთა უდაბნო, შავი ზღვა აბაზანის - შენია, ვერავინ წაგართმევს ვერასოდეს. აქ განვლე-გამოვლე რომიც და ტრაპიზონიც, აქ ყოველ კუთხეში სტროფები ტერასობენ. დაჯექ და უსმინე “რეკვიემს”, “ტანგეიზერს”, ან თარგმნე ბლოკი ან ბროდსკი ან ჰოფმანსტალი, ან როლი მოირგე – ხან მონის, ხან კეისრის, მათ გატკბონ სამოთხის ბაღნარში ყოფნასავით. შინ გინდა იყავი კარუზოც, კუროსავაც - შინ ყველა – ჭერის და კედლების ზიარია, გარეთ კი, მაშინვე, ყურებში უროსავით მოგხვდება ულმობელ ცხოვრების რია-რია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი