ანთებული ტყემლები
დღეს ვერ გეახლებით ამ ნამცხვარს, ამ ჩაის, ერთიც და მეორეც ყელზე ვერ გადამივა… - ფანჯრებში ანთია ტყემლები ავჭალის, მე კი ჯერ აუყვავებელი ატამი ვარ. შენ რა ხარ, მითხარი, შინდი თუ ნუში თუ… რაცა ხარ – დრო არი პაემნის, შეხვედრების. რა მეჩაიება – ოთახის დგუში ვარ და კედელს კედლიდან გიჟივით ვეხეთქები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი