ი - ს
ა - 0 - რებულ წარსულს თუკი არად ჩავაგდებთ, ვიცი, რომ ვეღარ დამამძიმებს აწი ცოდვები, ვკვდები ძვირფასო (ასე მჯერა) ადრე (ვადამდე) და რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ უფრო მიახლოვდება ღმ -1, ან უფრო მართებულად - ვუახლოვდები... დახუჭულ თვალებს, მაგ მზერათა ძვირფას სამარხებს აგიხელ (ხმება წამწამების ხშირი სათიბი), არვინ მყოლია ჯერ ისეთი, როგორც შენა ხარ - მ - 2 - დებული, ამავე დროს ასე თავხედი (გვინდა ძალიან, მარტოები ტყეში ვსახლობდეთ), შენ, ჩემო კარგო, ქალაქიდან ისე გახვედი, არც მკითხე, მე კი დავეჩვიე ძველ და მახლობელ 3 - კიტნოში ხშირ სიარულს. როცა ჩამოხვალ, თავს ჩაღუნავ და საწყალი ხმით ისევ მოჰყვები ზღაპარს (ტყულის დიდი ნიჭი ვისგან გამოგყვა?), აიკიაფებ (ვითომ გრძნობით) უცებ ლოყებზე მ - 4 - ლამურე ცრემლის წვეთებს და რომ გამანდო - შენც გრძნობ, რომ ისევ იმეორებ ადრე მიქარულს და მე კი მივალ უეჭველად მარტივ დასკვნამდე: ეჭვიანობას + ნდობა = სიყვარულს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი