მერვე ნოტი
ნა-თიას დო-გმად ქცეული მტვერი ადევთ სქელყდიან წიგნებს თაროზე,სადაც ერთად-ერთი მიხაკი ლპება დაურიდებლად.სიკვდილისკენ ლაბირინთს იგნებს ყოველ საღამოს უხუნდება ფერი და გზნება. რე-მარკის ახლოს მოლურჯო და პატარა ჭიქა დევს,რომ მაჩუქე თუ არ ვცდები დეკემბრის სამში თანხმობის ნიშნად.მე კი შენთან სანაცვლოდ მიმაქვს შექსპირი(ყდაზე გადაუკრავთ ტყავი თუ ზამშე). მი-კვირს,ლანდოლფთან გასუსულა,დაღლილი თუა ბუზი(ან უფრო დაქანცული),სიჩუმეს მოქსოვს იმ ხელსახოცზე,სახინკლეში ნასვამმა გიო ზედვაკელმა რომ წააწერა თავისი ლექსი. ფა-ნჯრის რაფაზე (თან ვეწევი) მარცხენა მუშტით დაყრდნობილი ვარ,შემცივნული საამოდ ვთბები მზეზე.გოგონებს შენ გადარებ,ვისაც აქვს სუსტი ტანი,ლამაზი გამოხედვა და სწორი თმები. სოლ-არიუმში გიყვარს ზაგრით რატომღაც ჭამა კანის და მე კი შენს სხეულზე დამჩნეულ გამით ვტკბები.მოხატულ ხალიჩაზე აგდია ჩემი ჩრდილი,სულ რაღაც ორასი თუ სამასი გრამი. ლა-მის ქვასავით ვიღაც ჩუმად კეფაზე მახლის ფიქრებს.ყურს ვუგდებ დაბალ ხმაზე მეზობლად ჩართულ მუსიკას.შენი მაღალი და ფერმკრთალი სახლი მიყვარს,თვალებს რომ ვერ ვაცილებ მესამე სართულს. სი-თბო მისუსტდა,დაჟანგებულ ელექტრო ბოძთან დგას ვიღაც მთვრალი და გამვლელებს აყოლებს ბღვერით თვალებს.ვიცი რომ მომიხდება ამაღამ მოცდა შენთვის.თითებში ჩაინავლა Winston-ის ღერი. ნა-მდვილად ვიცი,ღმერთამდე რომ ბოლივით ადის ლოცვა.ალვის ხე იჭყიტება ოთახში კისერ- წაწვდილი.მე კი მსოფლიოში პირველად ნათი, ამ რვავე ნოტით სონატას თუ ნოქტიურნს გიწერ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი