მორგი
ბექა აბუთიძეს არაყი.ლუდი.სიგარეტი და წყვილი ჭიქა. აკუტაგავა(ფანჯარაზე),პეტეფი,ოშო და გულთან ახლოს ყველა ყლუპი დარდივით მიგვაქვს, რომ გაგვიმძაფრდეს სამყაროზე შეტევის ხოში. მე გეტყვი:,,სრული სიმართლეა,თუმცა კი მწარე, (ახლოს,ფარდულში ნელი ცეცხლი ადუნებს დარაჯს) მღვრიე ენგურში ჩაძირულა მსუქანი მთვარე, მომეცით ხელი,გითანაგრძნობთ ბატონო თარაშ!" შენ მეტყვი(ცუდი წინათგრძნობის დაბერავს ქარი): ,,ფიცი სიცრუე ყოფილა და ლიტონი მარტო, ლოტხენი გუშინ გაყოლია ფულიან არიფს, გთხოვთ ნუ ჩაიდენთ სისულელეს ბატონო ვერტერ!" როგორც ჰგონიათ,არც ისეთი ფართოა შარა, შემხვედრ დანტესებს მეგობარო არ ვუმზერთ თმენით, ვბრაზდებით მერე პოეტები პუშკინის დარად, დიდი ხნის უკან დადუმებულ მაუზერს ვტენით. თოვლში და ჭყაპში სასიკვდილოდ დავხუჭავთ თვალებს, მკვდარი მგოსნების ჩამოივლის სულების მარში, ჩვენს ამბავს ირგვლივ გაიგებენ ძალიან მალე, მოგვაკითხავენ მეგობრები ქალაქის მორგში. დანომრილ გვამებს შეხედავენ ძრწოლით და რიდით, დაუყვებიან მიცვალებულ(ამრიგად) ქოროს: ახალაია-ნომ.მეხუთე,პირველი რიგი, აბუთიძე კი-ნომ. მეათე,იმ რიგის ბოლოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი