ქარია. ნაძვის ხეს დაემტვრა ლავიწი ..


ქარია. ნაძვის ხეს დაემტვრა ლავიწი,
გირჩები დაყარა დაჟანგულ ზარებად,
თვალებში გიყურებ და რომ არ დავეცეთ,
გვიჭირავს ერთ-ურთი გამჭოლი მზერებით.

ქარია. ომობ და მაინც არ დამარცხდი:
(ტროტუარს აყრია ფოთლები ხალებად)
თვალებში მიყურებ და რომ არ შემირცხვე,
გიჭირავს ეგ კაბა მუხლებთან ხელებით.

ქარია. დარაბებს ზანზარი გაუდის,
თბილისი ჩამოჰგავს გიჟსა და ბნედიანს,
ქარია... და მაინც შენთან რომ მოვიდე
და ხელი მოგკიდო,ვერ გამიბედია.

ქარია, ისეთი...სისხლიც კი გააშრო,
მე და შენ რატომღაც ჯეროვნად გვაფასებს,
მერე კი კაფე და... ვბრუვდებით წევაში,
Kent-ის
და
Camel-ის
ვაწაწლებთ ნაფაზებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი