შენ ვერ დამიფასე, მე ვერ..
ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით, გულში გავიტარე დამბლა, შენი საორჭოფო ქცევით. სადღაც კლდეებია სალი, ქარი შენს წამწამებს არბევს, ხავსი მოედება მალე, ჩემი ოცნებების ნანგრევს. თურმე ეს ყოფილა მოდა, როცა სხვის სიკვდილზე ზრუნავ, ასე დავენგრიე ჯობდა, სადმე ტორნადოს ან ცუნამს. დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭავ უთქმელობას უმად, შენ ვერ დამიფასე, მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი. რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს? მე ხომ უბედობას ვშვენი, ასე უბედური ვივლი, თუმცა გამებუტა ჩვენი, ჯერ ვერ გაჩენილი შვილი. ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო. მინდა ეს საღამო დარჩეს, ტანზე მოვიხურო შუბად, მე ხომ მოგიტევე ასჯერ, შენ კი ასმეერთედ მშუბავ. როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი. მკრთალად შენიღმული სევდა, მე ხომ ათასმაგად მიჭირს, თუნდაც ვითამაშო სხვებთან, ერთი დარდიმანდი ბიჭი. სადმე ესენინის მსგავსად მოვკვდე. გარეთ იყოს თოვა, ვიცი, ვინმე ქალი წამსვე, თავის მოსაკლავად მოვა ხო,ჩემს აკლდამასთან...თუმცა... როგორც გათენება ხვალის, ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი. ჩემი დამღუპველი ხარ შენ, მხრავ ვით ლადო დახრა ჭლექმა, რომელ გონებაში ხარშე, ჩემი დასაღუპი გეგმა? დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭე უთქმელობა უმი, შენ ვერ დამიფასე,მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი. სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი