ცრემლთა მდინარე


დავით სარდალს

ცრემლთა მდინარე,
სისხლ-მჩინარე,
მიპყრობს ხედვასა;
ვითღა გიხილო?
სოფლისა ბრჭალმან,
ვით გრიიგალმან,
ჩემსა ბედ[ა]სა
უსწორა კილო!
ბნელ-მთენები,
სად დაედასა,
ედემად ზრდილო!
ნუ-თუ-მცა გველმან,
ენით მკვლელმან,
გმირსა ქედასა
დაგდვა საცილო?
ვა-მე, თუ ხმითა
შენცა მითა
შეგრთო სევდასა,
ჰსცნა საწადილო!

ვარ ვაით მგონე,
შენაღონე,
მომხსენი ახის,
აჰა მანდ ავით!
ტან-პილო ზრდილო,
ძე უძილო,
ხსოვნა მაქვს სახის,
ყარამან დავით!
მე სოფლის მდურვის,
შენგან ურვის,
ხმა მესმის ზახის,
არა მანდა ვით!
ამინთვა გული,
ხმელ-ნარგული,
შენს გულთა მნახის
შესახედავით!
დამკრიბა ზარი,
საკუთარი
სიცოცხლე ჭმახის;
გნატრი, სიკვდილო!

დას-დასად ყვარვა,
სოფლის ფარვა
და ეტლი ტკბილი
ვინ მიგიპარნა?
სწორ ვლა მთენათა,
ნაზენათა,
ჩვენთვის ბედ-ქმნილი
არღა გვედარნა!
ეს ვითღა ვითნო?
ჰელ, ციითნო,
სად გრულავსთ ძილია
რამან დაგვფარნა?
სიტყვით[ა] ლომი,
უქმად მდომი,
ვერ მზის შეყრილი
ვინ შეაზარნა?
ლესული ხრმალი,
სისხლ-დამაშვრალი,
ქარქაშს ძევს ყრილი,
ვაჲ, უადგილო!

მზის დროშის ტოლნო,
სოფლის მტროლნო,
შემოკრბით გარედ,
მოიჯარენით!
თან-ზრდილნო გმირნო,
ჩვენებრ მტირნო,
ვლოთ ლომის არედ,
ვკადროთ ბარ ენით:
„ომის და ლხინის,
„გულ-მოდგინის,
„დღე გვიხსენ მწარედ,
„მტრით ვიზარენით;
„თუ არ შენითა
„მოთმენითა
„გვყოფ ულის ჩარედ,
„რამც ვიხარენით?
„თავ-დაყრით, ქენვით,
„სულთა ტკენვით,
„წავალთ სამარედ,
„ხელ-დაკრებილ-ო“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი