ცრემლთა ისარნი
ცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცემით გავიგარენით, უჭკნობნი ვარდნი ეს-გვარ დარდნი დავიბძარენით, - არ ითქმის ენით, არცა სმენით, ეს იკმარენით! როს გვაგონდებით, შევღონდებით, ლომნო ყმა-ძმანო, თან-ზრდილნო სწორნო, განაშორნო, საყვარლად კმანო! ვა კიდეგანთა, აზდენ თქმათა გლოვისა ხმანო, ატადის-კალოს, სავალალოს, სადა ხართ, თქმანო! დაგვბერნა ქარმან დაუწყნარმან, ზღვად ვიფარენით! დაბერდა ყური, სევდის ჭური რა ჰპოვა სოფლით, დაბინდნა თვალნი, შეუმკრთალნი, ცრემლით და ოფლით, დადგესცა ხელნი, მარჯვედ წრფელნი, შორნი საყოფლით, ხელმწიფე გული, ცეცხლ-დაგული, სულით გამყოფლით, ჭირსამცა თქვენსა თუ გალხენსა, მოიხმარენით! დავნატრი მზესა, სიამესა, დილა თქვენ გარებს, ღამე მთოვარე, ქველ მოარე, ხასიათ გვარებს, ცისკარ მთიები, სხვა ციები პირველ გახარებს და მერმე ჩრდილოს სასიკვდილოს ღრუბელს დაჰფარებს! ამ დღე-ღამითა და ჟამითა დაემწარენით! სიზმარს ვემონვით ძილ-შეკონვით, ნუ თუმცა გნახეთ, სახე-უსახო, საახვახო ეს განვიზრახეთ, სხვამცა პატრონი, ანუ დრონი, ვერღა დავსახეთ, ყარიბთა ბანი, გზის საბანი, ეკლით შევსჩმახეთ! მოყვასთა ცრემლნი სწვიმეთ ცხელნი, მტერთ იხარენით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი