შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასა
შემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა, ნურცა იფიქრებ ვნებასა! პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც გაცინებ, მიგცემ შვებასა. ღვინოსაც შეჰსვამ, მეც დამლევ, სხვანიც გეტყვიან ქებასა; დაცლილი სხმასა მიმარტყი, მაწვიე ჩემსა ნებასა! რაგვარ მე ვარ აღსავსებით, შენცა დამხვდი ისე გულად! ნუ იშიშვი შესმას ჩემსა: არ ვარ მწარე მეწამულად! ლალის წყარო ჩემსა შიგან სდგას და გიცდის შესასმელად. აჰა, კარგი! ნუღარ სჯაბნობ, მეწაფე და შემსვი სრულად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი