შავნი შაშვნი
შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი, სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი, მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა მათებურად სალ გულთ ამატკინავნი, - გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი, ია-ვარდ-ზამბახთა მახარობელნი, სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი, შავ-ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი, - ერთი ერთის მიმდევარნი, ერთ-პირნი, ორნი ერთის შესაპყრობლად მომბირნი, საშიშარად შარას თვალ-შემაჭვირნი, ხან მომკვლელ, ხან მომწყლვლელ, ხანცა მლხინავნი, - შემოკერბით, მოდით, ვნახოთ, ვინ არნი, ორნი ტოლნი შავ-მოსვითა მჩინარნი, არ მოწყენით მომღერალნი, მღიმარნი, ყარიბისა ცრემლის დამადინარნი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი