ბესარიონ გაბაშვილი

პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე

შავ გლახ გულო

შავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით?
მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით!
ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მუდამით?
მნათობთ სახეს გარდიფარე რიდებით!


მშვენს სახეს იფარამ მუნ დარიდარა!
ტრფიალთ ცეცხლს უგზავნი მუნდარიდარა!
ვით მზემან ღრუბლითა მუნ დარი დარა!
მას მზეს სხივსა ვსჭვრეტდეთ კრძალვით, რიდებით!


მკრა ეშხის ლახვარი დანასობითა,
დასჭრა შავ-გლახ გული დანა-სობითა,
მან სევდა მიმტაცა დანასობითა!
ვიწვი მარად მიჯნურთ ეშხში რიდებით!


კეკლუც-ნაზი ტანად მან ისაროსა,
წარბი წვრილი წამწამმან ისაროსა!
სცან, იგი ბესიკი მან ისაროსა;
სუნით ტურფათ დააშვენოს რიდებით!
კომენტარები (0)