Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_3ca4i6bd66tvnho6l1rqekj9b8, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სტვენს ბულბული - ბესარიონ გაბაშვილი | პოეზია

სტვენს ბულბული


სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,
ხმა საბრალოდ მეამედა;
კოცნა ვეღარ გაებედა
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!


ეტყვის: \"ვარდო, შენი სახე
ოდეს ვნახე, მექმნა მახე!
შენსა ფერსა სული ვახე!
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!


ვარდმან პირი არა შალა:
უმზეობით დაემალა;
ბულბულს სული გაეცალა!
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!


ყელი გარდაგდო ბულბულმა,
სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა.
შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა!
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!


ვარდს ბულბული შეეწყალა,
ლალის ფარდა გარდაშალა;
მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა!
საბრალო აირალ
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი