სოლომონ მეფის ეპიტაფია
ადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ვაზი, მწდეველი ქრისტე ჩემის და სისხლით. ვითნე ბრძანება მეუფისა მეფემან. სოლომონითმან სოლომონ ნორჩ წარმომან მეფეთ წინ მეთქვთა სვეტმან და ძემან მათმან აღვსთქვენ და აღვფხვრენ აგარიან-ოსმანნი, ჩემსა ზე მყოფნი, შენ-ძლით, ღვთისა დედაო! ვინაი ვარ [მე] მიწა, მოქენე ბრალთა! ოდეს ვხედვიდი, თვალ ურულოდცა ვგებდი, განდად მდევნელთა აგარიანთა დევნით; ვეფხლ-ფრთოვნად ბრძარვით ჭანგმოსილ განფხვრა-სხვლითა; განძთა მიღებით შევმწირველობდი ძღვენთა. აწ უტყვი სიტყვით მლოცევთ ძისა შენდობად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი