რა გული დავაგე შენად სარებლად


რა გული დავაგე შენად სარებლად,
მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით!
ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად,
მისთვის თავს შეგწირავ მითამ არებით!

როს ვარდი მიშალე და მანდარია,
მით მოჰკალ ბულბული და მან დარია;
კვლავ ემი სალბუნი დამანდარია;
თუ მწყლავ, ნუ განმაგდებ მითამარებით!

მე იგი ვარ, ოდეს ამარეს არა,
არ იდრიდი მთენთა ამარეს არა.
აწ არღა მომხედე ამარეს არა,
მე სხვათ მიცნობ სხვისა მითამარებით!

ან არ მნახო მრხეო დაიარედა,
ვინ უწყალოდ გული დაიარედა!
შენთვის მკვდარს ყარიბზედ დაიარედა,
ნუ თუ კვლავ მაცოცხლო მითამ არებით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი