პირ ზამბახნი
პირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი? სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობის, ყორნის-ბოლო მშვილდ-ქამანდი სადარი? გიშრის ტბანი განზიდულან სადარად, წარბთა და წამწამთ ისარნი სად არი? შენი ტრფობა საიდუმლოდ მესახა, ეშხთ მიზეზნი სურვის ბანგი სადარი? დიახ გშვენის ეგ სირტურფე ნაზობა, ბესიკის მოლხენის დანგი სადარი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი