მოვედ აწ ძმაო


მოვედ აწ, ძმაო, ლხინად საკმაო! ვზი ჭირთა მთქმელად:
მწვავს ცეცხლი ძნელი, მძაფრი არ ნელი, მუდამ მდაგველად,
არ მაქვს თმინება, წვრთა და სმინება, - ამად ვრბი ველად.
პოვე რა თვალი, იასპ მჭვირვალი, ვა, ჩემდა მკვლელად!
მარეხი მჭრელი, უწყალოდ მსვრელი, არს სისხლთა მღვრელად!

მთვარეა ნათლად, ბროლისა ნათლად ვნახე ემს არედ;
მიმტაცა გული, მსწრაფლ დაგული, მისცა სახმარედ;
მტყორცა ისარი, წამ ისარი, მომწყლველი მწარედ;
იძღვნა გონება, სურს მონება, ვინ არს მკრთოლვარედ;
იაკინთ-ნაზავ, ნამკნაზ-შენათხზავლ, მიჯნურს მყოფს ხელად!

შროშანთა შლილნი, ყარამფილნი, შვენვით ზვაობენ;
თვალნი ლამაზად ეშყის სიმდიდრით მიმოარობენ;
სუმბულ-კინამო, ვარდ-ცვარ-მინამო, მჭვრეტნი ხარობენ;
ვფიცავ, იგ მზეა, ერმი და დია მაზედ დარობენ!
არს მისი სახე საგლოველთ მახე, მის კერძ მზიდველად!

სჩაგრავს მთიებსა, ვინა ტრფიალნი შესწვა უალოდ;
გუნდრუკ-ზმირინებ ყრჩის ცა რაზარინ, ნარდიონ-ალოდ!
არ გიკვირს, ძმაო, ესრეთი ვითა მქნა სავალალოდ?
ასპიროზ-მარგი, მჭმუნვარე-მკარგი, მე ვსცან უწყალოდ!
მიმხადა ცნობა, არა მაცნობა არ თუ არ მცველად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი