მზე-ჭაბუკ ორბელიანს
დამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუნწარაო, ხილვად საშიშო, გულ-მავიშო, გარსა-გარაო, მე შენი ქება მომენება, არ დავფარაო! ბეჭ-მკერდი კუზი და კურტუმი გაქვს უკუღმართი, გვერდი, კისერი, პირის ფერი გონჯათ დანართი, უთლელის კუნძის შესაგვანი, ვერ გასამართი; სჯობს დაიკარგო, იმალოდე, მოგესხას ღართი! ეს მიკვირს: სახლში რად გიშვებენ, მეტიჩარაო? სამართალია, არ ღირს იყო მაგ სახელისა, რადგან გიწვრთნია სიცრუე და ქცევა ძელისა! შენნი მიჯნურნი ველად რბიან ბროლის ყელისა! შენმა გახეთქამ, ეშხი მოჰკლვასთ შენის წელისა! რა იქნება რომ შენის პირით მზე უდარაო? ვინც დაგინახავს, ასე იტყვის: \"აი ჭაბუაო!\" ვინ კარგათ [გიცნობს], გაიღიმებს: \"დიდი ცრუაო!\" ღამით ეშმაკსა შეგადრიან, დღისით: \"ბუაო!\" რა კარგი რამ დაბადებულხარ! მაგ პირს \"ფუაო!\" მაგ შენმა სახემ სიცოცხლე ხომ დაგამწარაო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი