მარად შენ მიმაჩნდე


მარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად!
მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით.
ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელად,
თავს მით შემოგწირავ მის სამარებით.

როს ვარდი მიშალე და მანდარია,
ოხვრიდი, სწვამდი ბულბულს, და მან დარია;
მკლამს ჩემი სალბუნი და მუნ დარია,
ნუ მწყლავ, ნუ განმაგდებ სხვისა მარებით!

მე იგი ვარ ოდეს იმ არეს-არა,
არ ჰჭირს რიდი, ამ არეს არა,
[..............]
მე სხმად მიცნა, სხვისად ვით ამარებით.

ტან ალვადო, რხევით დაიარედა,
ვინ გული უწყალოდ დაიარედა,
შეიწირვიდი მკვდარს ბესიკს დაიარედა,
ნუ თუ კვლავ მაცოცხლებ მითა მარები[თ].

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი