ბესარიონ გაბაშვილი

პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე

ირაკლი მეფის ქება

ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!

ვამკოთ ქართველთ ცხებული
ღვთისგან განმეფებული.
დავითის შტო ქებული,
ირაკლი!

ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე
ირაკლი!

როს ქართლს აღმოუბრწყინდა,
ყოვლი მძლავრი შეშინდა,
მით სახელი განდიდა
ირაკლი!

ღმერთო მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ-ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!

აღაყვავა სჯულია,
ქრისტეს ბრძანებულია,
მოსცა მჰსჯავრი სრულია
ირაკლი!

ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!

მარადის ებრძვის სპარსთა,
მახმედისა მოსავთა,
ბევრგზის სძლია ოსმალთა
ირაკლი!

ღმერთო მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!

ეზრახვის რუსთ-ხელმწიფე,
აღუთქვამს, ექმნას შემწე,
რადგან ოსმალთ არის მძლე
ირაკლი!

ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე,
ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე,
ირაკლი!
კომენტარები (0)