იადონს ის ევარდა


იადონს ის ევარდა
და სუმბულს ის ევარდა.
თქვა მაისმა: "მე თქვენგან
დაბმულ-ვარ ისე ვარ და!"

შავმან შაშვმან ისტვინა.
პირველ ვინ ჰკლა ის, ტვინა,
ეშყი სმასა შეაკლა,
აშრო ვირემდის ტვინა.

მალაღურმან შალა ხმა;
შევლო გულს მან, შალ ახმა;
დაეკონა ღულამბარს,
დასჭრა და მან შალ ახმა.

თუთი ლაღობს რა ღაწვად,
მას ვადარნეთ რა ღაწვად!
ვეჭვ ყაყაჩოს უხარის,
გულს აჩნია დაღაწვად.

გვრიტი ყელსა უგარებს,
არ ავ ხმას აუგარებს,
შეტკბობით შეღუღუნებს,
თვალ-შებნედით გუგარებს.

ნარგიზს დარა მან დარა,
რამცა დარა მანდარა!
აჭიკჭიკდა მერცხალი,
სათზედ დარა მანდარა.

ბაგედ ვსთქვი შენდა ლალო;
უცხოს ხმით გშვენს დალალო!
ჰაერს ტოროლა დაგტრფის, -
შეგბრალდეს შენდ, ალალო!

ნარინჯთა დახეთ, დახედ;
მოკრეფად ახე დახედ.
მაჯნუნმა ხმა შევაწყევ
ტან ალვადა ხედა ხედ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი