ვაშა მას დღეს
ვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი! განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა! ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი, ელვარობით ტოპაზის ტახტს ისმოდა! მზედ ტურფაობს შვენებითა ის არე, მელნის ტბანი ნარგიზთაგან ისარე; სატრფოსათვის ზრო-ტანითა ისარე. კეკლუც-ნაზად ერხეოდა, ისმოდა! მის ბუნება ეხატება დარითა, შვიდ მნათობთა უაღრესობს დარითა; მას დიანა რით ედრება და რითა? შავ-გლახ გული მახვილებით ისმოდა! ოდეს ვნახე ის პირ-მთვარე, ეზარა; იადონი ტკბილის ხმითა მეზარა; მას თუ ვშორავ, ვეჭვ სიცოცხლეც მეზარა. ცხოვრებისთვის აწ შარბათი ისმოდა! ბროლსა და ძოწს თანხმობითა აგებსა. ვინ მცბიერობს, ენა მისთვის აგებსა; ნუღარ ჰსჭმუნავ, - ქუფრად ბინდსა აგებსა! ქვეყნისათვის ნელ-საცხებლად ისმოდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი