ეტლზედ
ეტლი სივრცით ცას გვარობს, თუ ვინ ჰყვა გზასა. სიგრძე მისისა გზისა არ გვარობს ცასა. მაშა ვითა ვსცნა? მსურს მისი კოცნა! ეტლის პირმან მიმზადნა თვისსა ტკბილ ხმასა; ხმამან მისმან განმაგდო, აით ნავი ზღვასა. მიკვირს და მეოცნა! ჭირნი მეოცნა! ეტლმან ლხინსა მაწვია; ვხედევთ ეით ყმასა; მისმან ლხინმან ჭირების კონა მკრა გზასა; გარე გამტყორცნა, შორს გამაოცნა! ეტლსა პირი ზურგით აბს, შეჰგავს წყლად დგმასა; ზურგნი მკერდად უმხრიან მას ეშმაკთ ძმასა. ესდენ, რა დრო ცნა, სრულად ამხოცნა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი