გიშრის ნავნი
გიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ, ირისენი მთვარეზედ კამარობენ, ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ, მათ-თან ჭოგრნი აღარად სახმარობენ! აწ ედემი ტურფად ნარგიზოვანებს, ასფოდელო მრავალ-ყვავილოვანებს, სუფთა ქცევით ფერად-ფურადოვანებს; მრჩობლ ხუმარნი ლამაზ-მოცინარობენ! მარჩბივნი მარიხნი სისხლის მღვრელობენ, ყორნის ბოლოს გაშლით მომზიდველობენ, აბაშ-ინდნი მას გუშაგად მცველობენ, სათად წამწამს ხშირად შეისარობენ! მელნის ტბათა აღელვებს შვენებითა, მშვილდ-რაინდობს ქამანდის ჩვენებითა, უკვდავებას მოგვცემს ხელოვნებითა; თვით-მპყრობელნი ჩემზედ კეისარობენ! ლამპარად გვამისა ეს იცხადების; ამის მსგავსი მარავსა იბადების; მასთან მყოფი ნიადაგ განახლდების. ქვეყანასა აწუხებენ, ხარობენ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი