გამტყორცა სოფელმა


გამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა;
დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად!
რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი;
სიცოცხლეს ღა ვჰპოებ ძნელად და ძნელად!

ვინ ჰპოვა სოფლისგან ბედნიერება?
ვინცა სცნობს წყეულსა, - დაეკრძალება!
უნუგეშოს მართებს მართლად ვაება,
სტიროდეს და რბოდეს ველად და ველად!

მიჯნურთაგან რა გსურს, წუთი-სოფელო,
ყოველთა მოლექსეთ დამდუმებელო?
ჩემებრ ბედ-წარსრულზედ გინდ ისახელო?!
დამსვი გულ-მდუღარედ, მწველად და მწველად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი