გაიოს არქიმანდრიტს
ხუმრობა მაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლის მომყმუყე! აღმართე აფრა, მოიზუნზრუყე; გზით მთიქარვე, აქ ჩაიყუყე! უკადრი ამათ დავილუყლუყე, - მსურს ხილვა შენი, არა ვარ ცრუყე! ამას გწერ გრიგოლ კრემენჩუკელი; გირჩევ, ცოტადრე ჭამას უკელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი