ბულბულის შურსა
ბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი, მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი, ვარდის ეკალი გულს დამეცვა პირ-გამახველი! შენგან დაკოდილს შემიბრალებ ჩემი მნახველი! დამაშვრალმან სულ მოვირბინე შენგნით ახ ველი! ვარდი ხარ, ჯერეთ არა შლილი, ედემს ნარგები, შენის ბულბულის შემაშალი, შემაშმაგები! შენგან ითხოვენ შვენებასა სხვანი კარგები; ჩემგან რად უნდა გაგიკვირდეს - დავიდაგები! ყოვლი მიჯნური შენ დაგიწვავს, მიწის მლახველი! თუ სამართალი არის სადმე, - გეზიანების! ყელი გამომჭერ, პირი დამრჩა შენის დანების! შენი ბრალები ჩინუ-მაჩინს გაიგზავნების: შენგანა მკვდარი ბევრი ვინმე გაიმჟღავნების! კაია და მორჩი, ჩემზედ ნუ ხარ თვალის მფახველი! მე გული სრულად შემოგწირე, - შენ ხმაც არ გამეც! შენ ჩემი ჭირი გიხარიან, - მე ვსტირ დღე, ღამეც! მითხარი, სიცოცხლის ნაცვალი ნეტარ რა მომეც? უბრალო სული მომაკვდინე, ლახვარი დამეც. ლამის რომ მოვკვდე, ვერ შევიქმნა შენი მზრახველი. მღიმარის პირით წამიპარე, დამიდგი მახე. ასე მეგონა, შემრჩებოდა ეგ შენი სახე; ანთებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე. დამწვარი მაინც შემიბრალე, ბესიკი2 ნახე! ვაჲ, შენი ბრალი, ჩემო თავო, ღრუბელს შახველი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი