ან-ალვაო ტანადობით
ან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე, ბადრო მთვარევ, ვინ, ვის ეწყინა შენგნით წყენა; ზენ, ზილ კამო, გიშრის თმაო, ჱაე, ჱაერთ იწყო ფრენა; თან, თურან, ინ, ისარნი, სიცხოვლით დაგიწვავს შენა! კან, კვდარი ვარ შენის ეშხით, ლას, ლამაზო მომიგონე; მან, მიშვრები, თვალთა ცრემლი, ნარ ნაღვაწლიც მამიგონე; ჲიე, ჲინდის ხემწიფეო, ონ, ოდესმე დამიკონე; პარ, პირზედ გასხედან ხალნი, ჟან, ჟურვილით თვალთ მიმონებ; რაე, როდის ვერ გიხილე, სან სურვილმან არ მასვენა! ტარ, ტურფა ხარ მშვენიერი, უნ, უდროოთ გევხარ მთვარესა; ფარ, ფერადათ აყვავდები, ქან, ქალნი გისხედ გარესა; ღან, ღრუბელში ანათობ, ყარ, ყარყარობ სხვის არესა; შინ, შემრისხავ უმიზეზოდ, ვინ, მერ მოველ შენს არესა; ცან, ცუდია ეს სოფელი, ძილ, ძილმან არ მასვენა! წილ, წამებო, ესეც კმარა, ჭარ, ჭირადათ, ვიქმენ ხელად; ხან, ხილვასთან ედარები, ჯან, ჯილჯიყობ მარგალიტსა; ჰაე, ჵოე, როს გახშირდა, ბესიკს ესმა შენგნით ყენა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი