ამბავს ავწერ ადრინდელსა
ა. ამბავს ავწერ ადრინდელსა, აღმკულების აღმკობასა, ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა, ბედისაგან ბირებასა, გ. გულთ ძგერასა გიშრისაგან, გლონისაგან გოდებასა; დ. დროიანათ დაწერასა დიდსა დავწერ დიდობასა! ე. ეთერივით ელით ენთებს, ეკეთების, ეტურფების, ვ. ვისა ვარდსა ვესუროდი, ვნახე ვაშად ვასურვებდის; ზ. ზურმუხტითა ზარქაშთაგან ზრზოლებითა ზრზიალებდის, ჱ. ჱერობითა ესრეთ ერთობს, ჱ, სამოთხეს ედარების! თ. თვალობა და თმა-თხზულობა თამაშობდის თავად თებთა, ი. ირმისაებრ იწყურობა, ისტურობა ინდოელთა; კ. კეთილობით კეკელაობს, კაეშანს კრავს კარგ კოროლთა; ლ. ლალებრივი ლოყა ლოშნით ლერწამ ლალსთა ლალობათა. მ. მუდამ მსურის მეფესთანა მყოფობა და მდგომრეობა, ნ. ნორჩისაგან ნებობაი, ნარნარითა ნარეობა, ო. ორთ ოქსიონთ ორხოობა, ოროლითა ონარობა, პ. პირისაგან პრწყინვალობა, პალატთაგან პურეობა. ჟ. ჟამებისგან ჟრჟინოობა, ჟრელობასა ჟრიალობდის, რ. რუსთველთაგან რიგიანად, რაბამაბად რონინობდის; ს. სუმბულთაგან სირინოზი სარდიონად სრიალობდის, ტ. ტრფიალობა ტანადისა, ტურფობითა ტარტარობდის! უ. უტრფიალესსა უფროსსა უმეტეს უქებ ულვაშსა, ფ. ფერთა ფაქიზთა ფლობასა, ფერთა ფაიფორ ფრობასა, კ. ქალთაგან ქედის ქებასა, ქურციკთან ქამანდობასა, ღ. ღაწვთა ღებილთა ღელვასა, ღალიას ღადღადებასა. ყ. ყირმიზ ყელსა ყველაყასა ყანდობს ყუში ყველაკაი; შ. შუბლთა შუქი შემოადგა, შაბაშ შვენის შუბობაი; ჩ. ჩინი ჩინთა ჩენილთაგან, ჩენილ არის ჩუქობაი, ც. ცითა ცრობა, ციაგობა, ცხადი ცრობა, ცირობაი. ძ. ძვირ-ძირობა ძღვენებისა ძნელად, ძნიად ძიანობდის; წ. წერწეტობა წენებისა წალკოტს წინა წარმორბოდის. ჭ. ჭეშმარიტი ჭაბუკობა, ჭვრტიალითა ჭვირაობდის, ხ. ხორხით ხვნეშა - ხათრობითა ხანობითა ხარხარობდის. ჴ. ჴელნი ჴრმობენ ხარებასა, ჴოჴითაცა ჴარებასა, ჯ. ჯიმშით ჯინობას ჯერობას, ჯერნისაებრ ჯარობასა, ჰ. ჰაერთაგან ჰალნობასა, ჰეროვნობით აღმსთობასა, ჵ. ჵორბებთაგან ჵორობასა, ჵომერისგანა ჵორობასა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი