უკვდავების წყაროს იგავი
რომელმან კაცნი, ვითარცა კარავნი, შეგვიმზადისა, ზედ მიადგინა მნათობნი, - ნივთთა ყოველთა მზად ისა, მას ქვეშ ქმნა ვით ბაღ-წალკოტნი, რაშიგაც დავით ხადისა, იგ არს მიზეზი ყოველთა, ფარულისა და ცხადისა. წინასწარმეტყველთ ქადაგეს ბრძანება ჭვთის მაგიერი, გამოგვიცხადეს, გვასწავეს, გვაცნობეს სიტყვა ძლიერი. ვით რამე ბნელსა მზიანი მოჰბმია დღე ნათლიერი, ეგრეთ აბრამის ყვავილი დავითზე- ნაყოფიერი. ვერ იცნეს, იყო მოსილი ღმერთი კაცობრივ ცმულითა; კაციც ძნელია საცნობლად, ღმერთს ვინ იცნობდა გულითა! მაგრამ ნათლად ჩნდა ნათელი, მასის დავითის თქმულითა, ნახეს და ვერ დაინახეს იმ ბრმითა თვალახმულითა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი