new ოდისეა
(პენელოპეს) ჩემი თვალების საფოლაქეები და აწყვეტილი ღილები, ჩემი თვალების საფოლაქეები და აწყვეტილი ღილები ღილი გაგორდა იატაკზე და მეც გავყევი: კორპუსებს დინჯად დაუწყვიათ ზორბა ტორები ბენზინს, დილის ნამს, შარდის წვეთებს, იშრობს გაზონი (უვერტიურა ვერც გავჭერი, და ვერც გავზომე) მივდივარ პალტოს საყელოს და შარვლის სწორებით. მორიგი ტალღა გადავლახე - მორიგი ჟესტი ( ვთქვათ, თმის ყურს უკან გადაწევა ანდა პირიქით) ხომალდს - ადგილზე დიდხანს დგომით დაშლილს, დანესტილს, როგორც გაბუტულ შეყვარებულს - შემოვირიგებ.. შენ ქსოვ და არღვევ ჩემს სავალ გზას, ზედაც აქარგავ, ჩაგთვლიმა თვალი ჩაგივარდა - სცილა, ქარიბდა... და შენი, როგორც საკუთარი თავის დაკარგვა... და მერე ჩაქრა ტროას ოქრო, მზეც გაღარიბდა.... მქსოვ და გრძელდება ჩემი ჩრდილი საქსოვ დაზგაზე და შენი თავი შენ მიერვე - ოქროს გვირისტი, და საკუთარი დაპირების მიყეფს ნაგაზი: - აუცილებლად დავბრუნდები იქით კვირისთვის.... ვერ მოასწარი დაგერღვიე ( წესი) ნაქსოვი, ვერ გხედავ მძინარს - ვგრძნობ ჩემს ზურგზე შენს თმას დაფენილს. აქ ვარ და მაინც ცხრა ზღვას იქით მყოფი გახსოვარ, და არაფერი არაფერი სულ არაფერი.... ჩემი თვალების საფოლაქეები და აწყვეტილი ღილები, ჩემი თვალების საფოლაქეები და აწყვეტილი ღილები ღილი გაგორდა იატაკზე და მეც გავყევი.....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი