დო მაჟორი
დო - ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც ზამთარს მიავიწყდა საკიდზე პალტო ზღურბლიდან უკან შემოვაბრუნეთ. რე - როცა ჩაიზე მივიწვიეთ ჭიქაში ჩაი გაიყინა და ჩვენ მოვირგეთ ციგურები. მი - მივხვდი, რატომ მაქვს გულისრევა, ხმაა რადიოაქტიული და ამ ოთახში მით მეტია რადიაცია რაც უფრო ვდუმვართ. ფა - ადამიანთა ხმებს ვივიწყებ – ეს ნიშნავს რომ მუსიკას ვუსმენ. სოლ - ეს დოდან დომდე მანძილია, ანუ შენიდან ჩემამდე სივრცე. რადგან მე შენ ვარ მხოლოდ ერთი ოქტავით ზემოთ მაღალი ტონი, ქალური ტემბრი. ლა - შენ გზას იგრძელებ – ანუ სვლა გაქვს ქრომატიული. სი - მინდა ამოჰყვე ნახევარტონებს, ავცდეთ – ეს ნიშნავს დავსრიალდე - ანუ გლისანდო. დო - ვინმემ მოასწროს, დაახუროს როიალს თავი შიგ მოგვაყოლოს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი