ომი
I ჩემი ჭა დაშრა წვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ, არ მაქვს სამშობლო. II კარის მეზობლის კარზე – დაფაზე მაგალითი გამოვიყვანე – კუბური ფესვი მცენარიდან და ფეხები რბენის ხარისხში, არ მაქვს სამშობლო. III მე მკვდარი ზღვა ვარ აქ მარილიც ისე მკვდარია ენის წვერიც ვეღარ აცოცხლებს და ვეღარც ორი შესართავი სირდარია ამუდარია – მკერდი, რომელიც უნდა გეწოვა. არ მაქვს სამშობლო. IV ნუ მეუბნები, რომ გიყვარვარ, არ მსურს და ყურებს თითებით ვიცობ, ხმით გაჩენილს ვიხშობ იარებს არ მაქვს სამშობლო და სიყვარულს არა აქვს აზრი და ალბათ ზღვაში ვიმშობიარებ. V ჩემი ჭა დაშრა წვეთები ხეებს ნაყოფებად ჩამოეკიდნენ, არ მაქვს სამშობლო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი