რეზინობანა
მსოფლიოს ყველა მესაზღვრეს იმ მხარეს მამა დავაყენე ამ მხარეს დედა ფეხებით უნდა დაიჭირონ ჩემი სამყარო, ვხტები, ვშორდები დედამიწის მიზიდულობას ტილები თავს ვერ იმაგრებენ თმაში – გავყარე. ერთი ორი სამი ერთი ორი სამი მამის ნაცვლად შემეძლო აქ დამედგა სკამი, მერე შევჯიბრებოდი ამ თამაშში მამაჩემს, მაგრამ მამა მომკვდარა ჩემთან ვერ ითამაშებს... ერთი ორი ერთი ორი საზღვრის მავთულხლართები, კისერს ზემოთ ვერ ვხტები, ვვარდები... დე, ნუ დაგეზარება მუხლის სპირტით მობანა ორი ქვეყნის საზღვარი - ჩემი რეზინობანა.……
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი