სხვა მედეა


რა შეიძლება მომხდარიყო ან როგორ უნდა მომხდარიყო
ან რატომ უნდა მომხდარიყო ასე
ბავშვებს ისეთი მოვლა უნდათ რომ უფრო მკვეთრად შემოხაზონ
ამ დავალების ყველა სიტყვა და ასო.
კვებავ ნახერხით მშიერ ჩვილებს - ყანაში ქურდი მაჩვებივით -
ძუძუზე მგლები - ათი, ორმოცი, ასი
მგზავრი ხარ - გზების მასპინძელი
უცხო - ისევე ახლობელი
როგორც ქათამი
ქვისთვის - კრუხად რომ დასვა.

ოპალს სველი ბრინჯით გამოკვებავ
ქრიზოლიტს - მზისფერი წიწილებით,
ლალს - სისხლით,
მარგალიტს - პურის ფქვილით,
ბროლს - წყალგარეული ღამე უნდა,
ლოცვებს შეუთვისე ამეთვისტო,
ქარვა, საფირონი, ბრილიანტი
ხარ ერთი ხარ
ხან მილიარდი.

ზაფრანა, კამა, დარიჩინი რაც გაქვს ყველაფერი დანარჩენი:
ვანილი, ილი, ანისული, ( როგორც შენი შვილის კანის სუნი)
წიწაკა, პიტნა, ბაზილიკი - ერთად, სულ მცირე ნაწილიც კი -
კვალზე მიაფრქვიე - დანაგეში ძაღლის შვილს
ჯობდა, რომ დანა გეშვა..

ჟანგის შესაჭმელად დატოვებდი.

გახსენი შენი საგანძური
ქარები- ალმასები - გახარებულ
თვალებს მიაგებე დედის სითბო,
და შენი ბარტყები
( ბახალები იმისთვის)
გულში მაგრად ჩაიხუტე
ისე ჩაიხუტე,
ჩაიხუთონ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი