ჰიპნოზი


მძიმე სახადივით შემიბრუნდა
სიზმარი - დილის ძილი.
რძეში ჩამტვრეული ორცხობილა
მკლავები დალეწილი.
ფერი -მოვარდისფრო
გემო მკვეთრი,
სუნი დარიჩინი,
ილი.
ეს ლექსი - მუსიკა - არაფერი
ბანზე ფარდაგების გადაფენა
განა გასაშრობად,
ისე,
ისე გვიან ხდება ყველაფერი
თითქოსდა უდროოდ მოსული ვარ
ჩემი უადგილო ემოცია
როგორც საშოსგარე ორსულობა.
მიცდი.
ერთი მდინარეა გასაცური
ერთი მთის ბილიკი გასავლელი -
ფსკერზე ქვირითობენ ქვები,
მე კი ვტირი ისე მეცინება
მე კი ვკვდები ისე მეძინება
ისე ცოცხალი ვარ, ვკვდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი