ბავშვი


ეს უცნაური სიყვარული როგორ უჩვენოდ,
როგორ თავისით
ამჩნევს ხეებს ჭდეებს, სახელებს,
თითქოს სანთელი ჩამიწვეთეს გახელილ თვალში
ისე მწველია დილის სხივი
თვალის გახელის
სწორედ ამიტომ მეშინია,
და ვცხოვრობთ ბინდში
დილით ყავის ან საღამოთი ცხელი ჩაის სმით
და გვიკვირს,
როგორ გაიზარდა ნეტავ ამხელა
ეს უცნაური სიყვარული,
ისე, თავისით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

თვალის გახელის
სწორედ ამიტომ მეშინია,
და ვცხოვრობთ ბინდში ბლაბლაბლა ანუ გეშინია შენ და ვცხოვრობთ ჩვენ?/ შენ თუ გეშინია ,მე რეიზა უნდა ვცხოვრობდე ნეტა ბინდში?ესე იგი შენ რომ კატარაქტი დაგემართოს ჩვენ ყველა უნდა დავბრამვდეთ შენი ხათრით? სასვენ ნიშნებზე არაფერს ვამბობ

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი