03
არაფერი ეშველება სხეულს მოღლილს, გაცვეთილს, როგორ მზარავს სასწრაფოს მანქანა საკაცეთი. მელანდება სულთმობრძავი, ხსოვნა რას არ მატენის; გაკრთა კუთხე ყავისფერი მუშამბის, დერამტინის. თვალს ვაყოლებ ნომერსა და გადაქლეტილ საღებავს; ღმერთო, ნურვის დასჭირდება ამის გამოძახება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი