ჩემ საცოდავ თავს ..
ჩემ საცოდავ თავს როგორ დაგამადლი; გინდ გააძრობ ტყავს, გინდა – სტვირად გათლი. ღუღუნის და სტვენის ნაცვლად სუსტი ღერო, ნაღველს ამოდენის, როცა არ ჩაბერო. რა აქვს გასამხელი, შხამით დაიტენა – ამომწვარი ყელი, დახეთქილი ენა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი