ალაჰზე მლოცველნი
(უსამაიბნმუნყიზისნაამბობიდან) თვალების დათხრა, შუბზე აგება... დაბუგავს ბაღნარს მზე, თუ გაცხარდა... მძაგს სისასტიკე და ვერაგობა - მუსლიმთა, სისხლით გაუმაძღართა. ძირგამოთხრილი სიმაგრე ბოლავს... კვამლი და ბუღი, ცეცხლად ნადენი... თესავებს გულებში შიშსა და ძრწოლას, შუაზე ფატრავს ტყვეს სალადინი. იწამეს ძალა სხვა ღმერთის, სხვა ცის, მოედინება სისხლის მორევი; ერთია - გინდა მოუკლავთ კაცი, გინდ - უხოციათ ნიამორები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი