მიუწვდომელი
მთლად სამყარო რო მოგიძღვნან, გაგიშენონ ედემი, ჩემ ნატკივარ გულის გარდა, ვერსად ვერ დაეტევი. ციდან რომ რეკს, შენი ხმაა - უცხოდ ფერნაცვალები, ოკეანის ფსკერზე ღრმაა - მარტო შენი თვალები. ამერია გზა და კვალი, აბურდული ხლართებად, ვინ გაიგოს, რა ცეცხლი მწვავს, ანდა რა მემართება. ვაღამებ და ვერ ვათენებ, ვის დავრჩი და რაღა ვარ?! შუბლზე მაწერია ხვედრი - გავქრე შენს უნახავად. არ გხატავ, არც გასახელებ, სხვა წამიღებს დინება; ჩემ სიკვდილში რომ ერიე, არვის ეცოდინება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი