ნეტა გამოჩნდებოდეს


ქრება რიგი და წესი...
გადვეყრები აწი სად?
წუხელ ხილვა მომინდა
ბიძინა მინდაძისა.

მსურდა, წმინდა სახელი
ხსოვნის ძაფზე მიმება...
რამდენ ცოცხალს ვარჩევდი -
იმის ერთ გაღიმებას.

შეხვედრებით, ხშირ-ხშირით,
ვიყავი ნაამები...
მეგობრობდნენ, ბიჭობაში,
როსმე, ჩვენი მამებიც.
ვნატრობ, წამოაყენა,
ძმობა შემაფიცინა...
თითო ბოთლი დავლიოთო,
ვიცი, მეტყვის ბიძინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი