ოღონდ
სადმე დავითი დამანახა – უღვთოდ ნატანჯი მამაჩემი, ტყვიას აევსოს, დამდნარს, ხახა თუ რამ ვინატრო დანარჩენი. სამარედ ჩემდა – დღისით, მზისით – ჩემივე ხელით გავთხრი სოროს, ოღონდ შემეხოს შუბლი მისი, გულში ჩამიკრას, მეამბოროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი