შენით, შენს გამო
მამულო, შენი ნათელი მერტყა, შენს გამო – თუ რამ სიკეთე ვყავი, ძველი საწოლის კიდეზე ერთხანს, იდება ჩემი ჭაღარა თავი. რაგინდ სიმწარე შემასვა, გლოცავ, ძარღვები, ლურჯი, შემოგაწანი – მწედ, სამკაულად. არ შეკრთე, როცა მოგესმას ჩემი ძვლების ლაწანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი