შენკენ მოვილტვოდი
(მთიელთ ასიყვარული) ბედი ჰქონია გარგუნეს ვისაც... ნეტავი თავი არ დამეზოგა - ჯიუტი, შლეგი და ავი ზნისა, შემოვხიზნოდი იმ შენს ეზო-კარს. ზედიზედ, ვისგან გეყოლა ძენი, მეძუძურს, ღვარად დაგდინდა ხსენი... მეც მოვზიდავდი ფეხკავშას ლაგამს, ნეტა ცხვარ-ძროხა მემწყემსა შენი. დამამწუხრებდა უფრო სხვა რაღა... ვის დარჩა ძველი ეზო და კალო?!. ვაითუ დაჭკნი, ის აღარა ხარ, თინიბეგაის თვალჭრელო ქალო!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი