ჩემი ხე


დავალ, ყველგან მელანდება ის ხე, შავფოთოლა,
ხნოვანებით, ტანითაც ზუსტად ჩემი ტოლა.
არც იფიქროთ, დაყაროს – შეშა ანდა წნელი;
გარს ესკვნება, ჩემსავით, მასაც, სამი სკნელი.
მიწაშიაც იმდენია, რამდენიც ჩანს ზევით;
ახლოვდება წაშლის დღე, ერთად წავიქცევით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი