წუხილი
ქვითინებენ - სალამური, ჭიანური, ჩელო... დღეო, გაქანებულო, როგორ შეგანელო?! დედამიწაც ირწევა - ძველი საქანელა, სადაცაა დაგიქნევს, ამან დაგანელა. მეტივე ხარ, დაღლილი, არც გაქვს მეტი ნება, საქართველოს დამწვარ ბედზე, ამბობ, მეტირება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი